აქტუალური
პატრიარქი მოსახლეობის დასაქმებაში დახმარების მიზნით სპეციალური კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის

patriarqi21საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით სამედიცინო სემინარი „ეკლესია და ეკონომიკა“ ჩატარდა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, სამღვდელოება, ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემატიკა განიხილეს. იმსჯელეს ქართული ეკონომიკის აღორძინებაში ეკლესიის დიდ წვლილზეც.

როგორც საქართველოს პატრიარქმა სემინარზე სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, აუცილებელია სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც მოსახლეობას დასაქმებაში დაეხმარება და ამ მხრივ რეკომენდაციებს გაუწევს. უწმიდესმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.