პოლიტიკა
აქციის ინიციატორი „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაა“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, აქციის პარალელურად, წარმომადგენლობითი ჯგუფი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდება და დეტალურად გააცნობს დაზარალებულ და გამოსახლებულ დევნილთა უმძიმეს მდგომარეობას.
მათივე თქმით, შემუშავებულია სპეციალური მიმართვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩის სახელზე, რომელშიც არის შეფასება იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რომელშიც 18 ივლისს გამოსახლებული 70 დევნილი ოჯახი იმყოფება. გარდა ამისა, მიმართვაში დაფიქსირებულია, როგორ ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კანონმდებლობა. დოკუმენტში ასახულია დევნილთა მოთხოვნებიც.
საქინფორმი