უცხოეთი
უკრაინის პარლამენტმა ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და კიდევ სამი მინისტრი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი.

interpressnews.ge