საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.
მისი თქმით, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება", მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის.
„როცა გვაქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს.
ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.
ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ”, - დასძინა პრეზიდენტმა.