უცხოეთი
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი აცხადებს, რომ თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

მათგან ერთი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინია, რომელიც რუსეთთან ომის პერიოდში იარაღის შიდა წარმოებას მეთვალყურეობდა.

ასევე, განცხადება დაწერეს იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ განაცხადი პარლამენტში ერთდროულად სამი მინისტრისგან შევიდა.

1tv.ge