საზოგადოება
ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ჩამოასვენეს

tamtaნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარი 4 აგვისტოს დილას საქართველოში ჩამოასვენეს.

თვითმფრინავს აეროპორტში გოგონას ოჯახის წევრები, ნათესავები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. გადმოსვენების ხარჯები მთლიანად ნორვეგიის მთავრობამ დაფარა.

თბილისში ჩამოსვენების შემდეგ გოგონას ცხედარი ქუთაისში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის თამთა ლიპარტელიანი 22 ივლისს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერორისტ ანდერს ბრეივიკის შეიარაღებულ თავდასხმას ემსხვერპლა.

ტერორისტმა ახალგაზრდულ ბანაკში მყოფ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. თამთა ლიპარტელიანს ორი ტყვია მოხვდა. რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად მისი გვამი ტბაში იპოვეს.

ლიპარტელიანის ცხედარი თითის ანაბეჭდების საშუალებით ამოიცნეს. ოჯახი ერთადერთ შვილს ქუთაისში დაკრძალავს.

ტერორისტული აქტის შედეგად კუნძულზე სულ 69 ადამიანი დაიღუპა.

  

საქინფორმი