სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია, კახი სამხარაძე, ზურაბ მაჭარაძე და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სარჩელის განხილვა კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის.

ეს გადაწყვეტილება და ეს საქმე ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს! ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ კანონს, ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ [კანონი] საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. მჯერა არ მჯერა, ამის მიუხედავად ეს კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.