აქტუალური
დანიის საელჩო ქართულ პოლიტიკაში ფულს ხარჯავს? მმართველ პარტიაში განმარტებებს ელოდებიან

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. დანიის საელჩომ უნდა აღიაროს, რომ ხარჯავს ფულს ქართულ პოლიტიკაში არსამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ან საწინააღმდეგო დაამტკიცოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ (EECMD), „პარტიებისა და დემოკრატიის დანიის ინსტიტუტის“ (DIPD) მხარდაჭერით, საქართველოს ქალაქებში ჩაატარა „დემოკრატიის ფესტივალი“, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც ოპოზიციური პარტიების პავილიონებისთვის იყო განკუთვნილი.

ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ღონისძიება პოლიტიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას. უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. დანიის საელჩოს ან არ აქვს ცოდნა ან არ აკეთებს განმარტებას. საპირისპირო უნდა დაამტკიცონ, ან უნდა აღიარონ, რომ სწორედაც, დანიის სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს მოძრაობა „თავისუფლების მოედანი - საქართველო“, რომლის დამფუძნებელ დოკუმენტებში იკვეთება მიზანი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.