უცხოეთი
უკრაინის გენშტაბმა F-16-ის ჩამოვარდნა დაადასტურა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის განადგურების ფაქტი დაადასტურა.

ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს ჩამოვარდა.

"26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა.

საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.

ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია". – წერია გენშტაბის განცხადებაში.

4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მიერ მიწოდებული ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს.

აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო.

ავიაგამანადგურებლები უკრაინამ NATO-ს ევროპული ქვეყნებისგან ვაშინგტონის შუამავლობით მიიღო. გასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.

როგორც The New York Times-ი წერდა, წელს F-16-ების ფრენას მხოლოდ 20 უკრაინელი პილოტი შეძლებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიევს მხოლოდ 10 ავიაგამანდგურებლის გამოყენება შეეძლებოდა, რადგან თითო თვითმფრინავს ორი მფრინავი სჭირდება.

tabula.ge