აქტუალური
იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. იმერეთის რეგიონის გუბერნატორად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულ თანამდებობაზე ზალკალიანმა ზვიად შალამბერიძე შეცვალა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ გუბერნატორთან შეხვედრა გამართა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

ახალ პოსტზე დანიშვნამდე ზალკალიანი ცაგერის რაიონის მერის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილედ.

ზალკალიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.