საზოგადოება
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი: რუსეთს საქართველოში ფერადი რევოლუციის თავიდან არიდება სურს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების შემდეგ, რომ აშშ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “თბილისის მაიდანს გეგმავს”, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში “ფერადი რევოლუციის”თავიდან არიდება სურს.

ფაქტი, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაასაჯაროვა და რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ახლაც მოპოვების პროცესში ვართ, არა მხოლოდ დასავლეთის დაზვერვის სამსახურების, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, არამეგობრული მოქმედებების შესახებ – ამ ყველაფერს ჩვენ იმისთვის ვაკეთებთ, რომ საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობები თავიდან ავიცილოთ”, – აცხადებს სერგეი ნარიშკინი რუსეთის სახელმწიფო მედია TASS-თან.

26 აგვისტოს, TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმად, აშშ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს “თბილისის მაიდანს,” რათა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება არ მისცეს. სადაზვერვო სამსახური ელის, რომ მოხდება ქართველი სამართალდამცველების “პროვოცირება”, რომ მათ “პროტესტები ძალადობრივად ჩაახშონ”, რასაც აშშ-სგან “უმოწყალო პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხი” მოჰყვება. ეს იმითაა ნაკარნახევი, რომ თეთრი სახლი საქართველოში განვითარებული მოვლენებით “ღრმად უკმაყოფილოა” და გეგმავს “თბილისის მაიდანს” რისი მიზანიც “არჩევნების შედეგების არაღიარებულად გამოცხადება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა.”