უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ამჟამად უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი.ამჟამად აშკარაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი უკრაინის გამარჯვების გეგმის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიევის რეჟიმის წარმომადგენლებისგან ჩვენ ასეთი განცხადებები გვესმის. ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაგრძელებთ და ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს.

interpressnews.ge