საზოგადოება
სერგეი ლავროვი: რუსეთი ბირთვულ დოქტრინას აზუსტებს

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ დოქტრინას აზუსტებს. ლავროვმა აღნიშნულის შესახებ იემენის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

ლავროვის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები კარგად არიან ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი დოქტრინა, მათ შორის, დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ამჟამად ზუსტდება და ამერიკელი წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ამის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, შანტაჟის ტოლფასია კიევის მოთხოვნა, მიეცეს უფლება შორ მანძილზე მოქმედი დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.

ლავროვის თქმით, დასავლეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ესკალაცია არ სურს, სინამდვილეში კი ცეცხლს ეთამაშება.

ეს არის შანტაჟი, მცდელობა, თავი მოაჩვენონ ყველას, თითქოს დასავლეთს სურს, თავიდან აიცილოს გადაჭარბებული ესკალაცია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან აცილება, დასავლეთი, როგორც ჩვენ ვამბობთ რუსეთში, პრობლემებს ეძებს. დასავლეთის ქვეყნები პატარა ბავშვებივით არიან, რომლებიც ასანთით თამაშობენ – ეს ძალიან სახიფათო რამ არის იმ ზრდასრული ბიძიებისა და დეიდებისთვის, რომლებსაც მინდობილი აქვთ ბირთვული იარაღი დასავლეთის ამა თუ იმ ქვეყანაში“, – განაცხადა ლავროვმა.