აქტუალური
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo-ს ტიპის ბორტით იფრენს.
„სქაი ექსპრესი“ 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.