როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის წინააღმდეგობა წარმოშვა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების მიმართ დამოკიდებულებამ. ეს სტრუქტურები ადრე მთლიანად ექვემდებარებოდა გამგეობას, მაგრამ ახალი კანონმდებლობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ანუ როგორც გამგეობის, ისე საკრებულოს დაქვემდებარებაში მოექცა, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მეტი უპირატესობა აქვს, რადგან საკრებულო წყვეტს ამ სტრუქტურების საკადრო საკითხებს და ხელმძღვანელობაც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე, ზედამხედველობას კი გამგეობა უწევს და ხელფასებსაც ის გასცემს. ეს ფაქტორები განაპირობებს გარკვეული დაპირისპირების წარმოშობას გამგეობასა და საკრებულოს შორის. გამგეობის სურვილია, ათამდე სტრუქტურა მთლიანად კვლავ მას დაექვემდებაროს.
საქინფორმი