აქტუალური
მაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე

sunstorm5 აგვისტოს დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რაც მზეზე მორიგ აფეთქებას უკავშირდება.

აფეთქება 8 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სრულად არც ახლა დასრულებულა.

მაგნიტური ქარიშხალი დაახლოებით 18:00-დან 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროს სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან მაგნიტური ქარიშხლის დროს გადაღლამ და ემოციურმა დატვირთვამ შესაძლოა, მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.

 

საქინფორმი