პოლიტიკა
„ჩნდება უამრავი უპასუხო კითხვა: რატომ დადგა დღის წესრიგში ანძის გასხვისება? რატომ იყო აუქციონის პირობები გასაიდუმლოებული? რატომ აღმოჩნდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი და რა საჭირო იყო მისი ვინაობის ასე საგულდაგულოდ დამალვა? ყველაფერი ერთად ადამიანს აფიქრებინებს, რომ ამ პროცესში რაღაც რიგზე არ არის“, – აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ინფორმაციას ის მალავს, ვინც შეგნებულად დგამს არასწორ ნაბიჯს და ამიტომაც ცდილობს საზოგადოებისთვის თვალის ახვევას. „შედეგად კი, ეს ანძა აღარ იქნება სიტყვის თავისუფლების სამსახურში. პროცესი, სავარაუდოდ, ისე წარიმართება, რომ ეს ტელეანძა იქნება ჩამხშობი ანძა“, – აღნიშნავს საყვარელიძე.
საქინფორმი