საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ოფიციალური ერევანი მოსკოვს სიცრუეში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვები "სომხური მხარის მიერ სუნიკის რაიონის გავლით სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საბოტირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული მხარის ჩართულობის კონსტრუქციულობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში".
როგორც სომხეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ანი ბადალანმა განაცხადა, "ასევე არ შეესაბამება სიმართლეს რუსეთის ოფიციალურ პირთა სუბიექტური განცხადებები ერევანთან მიმართებაში, რომელიც უკვე არახალია და სომხური მხარე ცდილობს, მათზე რეაგირება აღარ მოახდინოს".
"სომხეთის, აზერნაიჯანისა და რუსეთის 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც რუსული მხარეც აწერს ხელს, აღარ დარჩა არც ერთი დაურღვეველი პუნქტი. ვადასტურებთ, რომ რეგიონული კომუნიკაციების გახსნა ნებისმიერ წუთსაა შესაძლებელი. პროექტმა "მსოფლიო გზაჯვარედინი" რიგი საერთაშორისო პარტნიორების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მოვუწოდებთ რუს კოლეგებს, შეწყვიტონ მისი საბოტირება და ბრძოლა ძალისხმევასთან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული" - განაცხადა ბადალიანმა.
ცნობისთვის: 20 აგვისტოს ლავროვმა განაცხადა, რომ "სწორედ სომხეთის ხელმძღვანელობა საბოტირებს შეთანხმებას, რომელიც სომხეთის სუნიკის რაიონის გავლით კომუნიკაციების განბლოკვას შეეხება, რუსეთი კი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის უსწრაფესი დამყარების მომხრეა".
შეგახსენებთ, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარლებში 2023 წლის შემოდგომაზე პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა დეკლარაციას აზერბაიჯანის 86,6 ათასი კვ.კმ ტერიტორიის აღიარების შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. ქვეყნებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს, მათ შორის, სუნიკის (ზანგეზურის) დერეფნის გახსნას, რომელმაც აზერბაიჯანი მის ექსკლავთან - ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს. 40 კმ-იანი დერეფანი სომხეთის სუნიკის ოლქს გაივლის.
accentnews.ge