სამართალი
ინფექციურ საავადმყოფოში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

infeqciuri2ახალგაზრდამ, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ საკუთარმა ძაღლმა უკბინა, ცოფის საწინააღმდეგო შრატი არ გაიკეთა. გართულებული მდგომარეობის გამო პაციენტი ქუთაისის პოლიკლინიკიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, შინაური ან მაწანწალა ცხოველების მიერ დაკბენის ან დაკაწრვის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს სასწრაფოდ მიმართონ.

 

საქინფორმი