უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი - მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს.

„ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, გაჩნდა ერთი საშიშროება - მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გარკვეულ ვითარებაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

interpressnews.ge