სამართალი
საქართველოს მთავრობა: 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საქართველოს მთავრობის ცნობით, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად – 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.