უცხოეთი
ოლაფ შოლცი - გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „არაკორექტული და მანიპულაციური“ იყო.

interpressnews.ge