საზოგადოება
თამთა ლიპარტელიანს საქართველოში გადმოასვენებენ

liparteliani3ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში დავით კერესელიძემ განაცხადა, გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და თამთა ლიპარტელიანის ცხედრის გადმოსვენება 3 აგვისტოს განხორციელდება, 4 აგვისტოს დილას კი ლიპარტელიანის ცხედარი უკვე საქართველოში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 76 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქართველი თამთა ლიპარტელიანი.

 

საქინფორმი