პოლიტიკა
ინფლაციის ზრდა გარდაუვალია

inflacia6მთავრობის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის 2011 წლის მთავარი გამოწვევა – ინფლაცია დაძლეულია!(?) წლის განმავლობაში იგი 8%-მდე შემცირდება.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციამ კლება ივნისში დაიწყო, როდესაც მაისის თვესთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აგვისტოში ინფლაცია ისევ გაიზრდება. მასში უდიდეს წილს სამგზავრო ტრანსპორტზე ფასების ზრდა დაიკავებს.

სამარშრუტო ტაქსებით, ძირითადად, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები სარგებლობენ. მათი საოჯახო ბიუჯეტი შეზღუდულია. სოციალური შეღავათების მქონეებისა და სტუდენტებისთვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50% გაიზარდა; სოციალურად დაუცველები 10 თეთრის ნაცვლად 20 თეთრს გადაიხდიან, სტუდენტები კი – 20 თეთრის ნაცვლად – 40-ს; ხოლო ისინი, ვინც შეღავათებით არ სარგებლობენ, დაახლოებით 38%-ით მეტს გადაიხდიან – 50 თეთრის ნაცვლად – 80-ს. ფასების ამგვარი ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციის ზრდას. შემოდგომაზე კი მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად იგრძნობს ინფლაციის წნეხს.

 

საქინფორმი