აქტუალური
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.