სამართალი
საპენსიო სქემაში მილიონ 539 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 539 ათასი ადამიანია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42,3 მლნ ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.