უცხოეთი
ჯო ბაიდენი კურსკში უკრაინელების შეტევაზე - ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში ნამდვილ დილემას უქმნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივ კავშირში არიან უკრაინელებთან ამ ნაბიჯის შესახებ.

„ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას ახორციელებენ. გუშინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

interpressnews.ge