საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე”, - განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.
ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.