საზოგადოება
ბრიტანეთის საელჩო: გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.

გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.