რელიგია
პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს დღევანდელი დღე მიულოცა

patriarh-kirilმოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

„თქვენო უწმიდესობავ, გულითადად გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის სახელობის დღეს. თქვენ ბრძნულად და მამაცურად ემსახურებით უძველეს ქართულ ეკლესიას და როგორც ივერიის ხალხის სულიერი მამა, შთააგონებთ თქვენს მრევლს, მართლმადიდებლური რწმენა შეინარჩუნოს. თბილად ვიხსენებ კიევში თქვენთან შეხვედრას და ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას სულიერ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას მრავალჟამიერ“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ დღეს წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. გარდა ამისა, ეკლესიამ 2 აგვისტო ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღედაც დააწესა.

 

საქინფორმი