საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რა გზავნილია მისთვის ისეთი ტიპის შეხვედრები, როგორსაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი“ თელავში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით მართავს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

რაც შეეხება ამ ყველაფერს, აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება”, - განაცხადა პრემიერმა.