როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესცენტრიდან საქინფორმს აცნობეს, ყოველთა ქართველთა თავადაზნაურთა საკრებულო შეთანხმდა მომავალ თანამშრომლობაზე, რომელიც დაეფუძნება ეროვნულ ფასეულობებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, რადგან სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეროვნული ფასეულობები განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა.
„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივას კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაზე, კერძოდ:2011 შემოდგომაზე ჩვენ ერთობლივად მოვიწვევთ კონფერენციას, სადაც განიხილება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივები. კონფერენციაზე ვიწვევთ და თანამშრომლობის თხოვნით მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და უცხოელ სტუმრებს“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერენ:
თავადაზნაურთა საკრებულო: ვიცე-წინამძღოლი – ია ბაგრატიონ-მუხრანელი; გამგეობის თავმჯდომარე – ვაჟა აბაშიძე;
პარტია „თავისუფალი საქართველო“: თავმჯდომარე – კახა კუკავა; გამგეობის წევრი – მიმი გაბრიჩიძე.
საქინფორმი