საზოგადოება
„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტი პარტიის საზღვარგარეთის ბიუროებს მოუწოდებს, დაადგინონ გარუჯული პოლიტიკოსების დასასვენებელი ფეშენცენტრები და ადგილებზე საპროტესტო პიკეტები მოუწყონ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ განაცხადა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს საშუალება, თუნდაც, ერთი დღით აგვისტოს გაუსაძლის სიცხეს ოჯახი გაარიდოს, „მუქთახორა“ პარლამენტარები ნაძარცვი ფულით მსოფლიოს საუკეთესო კურორტებს ლაშქრავენ.„ამ პატივცემული გვამების შენახვა მარტო განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში საზოგადოებას 20 მილიონი დაუჯდა, რაშიც იგულისხმება მათი არა მარტო ხელფასები, არამედ პერსონალური ავტომობილების მომსახურება, ულიმიტო სატელეფონი საუბრები, პრემიები და თითქმის ყოველდღიური უცხოური მივლინებები“, – განაცხადა ძაგანიამ.
საქინფორმი