პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება სექტემბერში იგეგმება

iniciativa2საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იგეგმება მას შემდეგ, რაც ის აგვისტოს ბოლოს ვენეციის კომისიას გაეგზავნება სამართლებრივი ექსპერტიზისათვის.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალური ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი სხდომის შემდეგ განუცხადა. ჯგუფი იმ ცვლილებების ფორმულირებებზე მუშაობს, რომელთა პრინციპებიც მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან შეათანხმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ამასწინათ პროცესის გამჭვირვალობა და მასში ჩართულობა მოითხოვეს.

საქინფორმი