სამართალი
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

ქეთევან ციხელაშვილი დაკავებული თანამდებობიდან 1-ელი სექტემბრიდან გათავისუფლდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.

ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოაწერა ხელი. მთავრობის ვებ-გვერდზე კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება 24 ივლისს არის გამოცემული.

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის როტაციის ვადა საკონსულოში ოთხი წლით არის განსაზღვრული.