პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: 2024 წლის 5 მაისიდან 8-ჯერ ვაფრთხილებდი ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ

   პრემიერ-მინისტრ კობახიძის წინააღმდეგ ტერაქტს აზრი არ ჰქონდა, ივანიშვილის ლიკვიდაცია კი გამოიწვევდა ხელისუფლების შეცვლას, სამოქალაქო ომს და ომს საქართველოსა და რუსეთს შორის

   ქვემოთ მოყვანილია პუბლიკაციები, დაწყებული 2003 წლის 5 მაისიდან, რომლებშიც, ინფორმაციისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე, ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების დიდი ალბათობის შესახებ, ვუთითებ დამკვეთებისა და შემსრულებლების მოტივებს. გავიმეორებ, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან მხოლოდ საქართველოში მოსალოდნელი ტერაქტისა და შემდგომი სამხედრო გადატრიალების სპონსორები. ნამდვილი დამკვეთები დასავლელი ლიბერალ-გლობალისტები არიან, ხოლო ქართული რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი სამხედროები/სპეცსამსახურების თანამშრომლები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, არიან შემსრულებლები.

ასევე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ტერაქტ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ვერ შეცვლის ძალების არსებულ ბალანსს სახელმწიფოში, აი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია კი სასიკვდილო დარტყმად იქცევაქართული ოცნების მმართველი პარტიისთვის, გამოიწვევს ოპოზიციის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, სამოქალაქო ომს და ომს რუსეთთან.

თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ

„მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უკრაინაში ქართველმა დაქირავებულებმა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და დაკავებული უნდა იქნენ

სამი ტყვია საქართველოს ერთგულებისთვის

ტერაქტები აშშ-ს მიერ იყო ორგანიზებული, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სლოვაკეთის პრემიერი გადარჩა, ირანის პრეზიდენტი - ვერა

სუს-ის უფროსი ვერ ხედვს გამოძიების დასაწყებად საკმარის საფუძვლებს პრემიერ კობახიძეზე სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით

უშედეგო აქციებისა და სანქციების მერე საქართველო ტერორისტების სამიზნედ იქცევა

გლობალური ომის პარტია ესვრის მხოლოდ რუსეთთან ომის მოწინააღმდეგე ლიდერებს

გლობალური ომის პარტიის სამიზნეში მხოლოდ ეროვნული ცნობიერების მატარებელი ლიდერები ხდებიან

   ბოლოთქმა

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 26 ივლისი
საქართველო, თბილისი