პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი - ტრამპზე და ტრამპლინზე

   „ქართველებს გვკლავს ეგზალტირება და კერპთაყვანისმცემლობა. „ზვიადი! ბაბუ! მიშა! სალომე! ევროპა! ამერიკა! უკრაინა!“ - იყვნენ ჩვენი კუმირები და ორიენტირები.

მაგრამ მერე გამსახურდია მოკლეს, შევარდნაძე სააკაშვილსა და მის მკვლელებს ქვეყანა ხავერდოვნად გადაულოცა, მენშევიკი ზურაბიშვილი მამალი მოღალატე აღმოჩნდა, ხოლო უკრაინამ, ამერიკამ და ევროპამ ... გვაწყენინეს! განაწყენებულებს კიდე, რა ელის, ცნობილია...

   ახლა ახალი კერპი მოვიგონეთ - ტრამპი, რასთან დაკავშირებით გავახსენებ მავანს, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს აშშ-ს საქართველოში ელჩი საერთოდ არ ყოლია - იმდენად ფეხებზე ეკიდია დონალდს Georgia! ამიტომ - ძვირფასო თანამემამულენო! "სანამ ზღვას არ დაინახავთ, ნუ იხდით" - ტრამპი, რომც აირჩიონ, საქართველოში არავისთვის ტრამპლინი არ იქნება - არც „ოცნებისთვის“ და არც ოპოზიციისთვის” - წერს Facebook-ზე არნო ხიდირბეგიშვილი.

2024 წლის 25 ივლისი
საქართველო, თბილისი