უცხოეთი
დმიტრო კულება - უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

კულებამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისაუბრა უკრაინის ომზე და ხაზი გაუსვა ჩინეთის ერთგულებას კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერისადმი.

ჩინეთმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინიდან სურსათის იმპორტს და ლოგისტიკური დერეფნების მხარდაჭერას.

1tv.ge