აქტუალური
ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება.

ამის შესახებ ნატო-ს პრესსამსახურმა გამოაცხადა.

ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურ მდივნად მსახურობდა.

ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას აქვს ნატო-პარტნიორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-მნიშვნელოვან სამუშაოს სამხრეთში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

როგორც თავად კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მისთვის პატივია ახალ თანამდებობაზე დანიშვნა.

მოუთმენლად ველოდები სამხრეთში ნატო-ძალისხმევის კოორდინაციას, გაძლიერებას და რეგიონთან ნატო-პარტნიორობის განმტკიცებას“, – წერს ხავიერ კოლომინა.