პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რეზოლუცია

senat_usa2(არაოფიციალური თარგმანი)

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ადასტურებს, რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობისადმი მხარდაჭერა, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებად აღიარება;

2. მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, მათ შორის: დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციას და უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა კონფლიქტის შედეგად ყველა დაზარალებულისთვის;

3. მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მაკონტროლებელ ძალაუფლებებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული და ღირსეული დაბრუნების საშუალება მისცენ;

4. მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებებს შორის მშვიდობიან და კონსტრუქციულ ჩართულობას, ასევე, ნდობის აღდგენის ხელშემწყობ ქმედებებსა და ხალხთა შორის დამატებით კონტაქტებს;

5. ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და რომ ხანგრძლივი რეგიონული სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებითა და მხარეებს შორის გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზით.