ოქტომბრის სკოლას რემონტი შარშან ჩაუტარდა, ის გადაიხურა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებიც ჩაისვა. საინტერესოა, თუ მის დახურვას აპირებდა განათლების სამინისტრო, რატომ ხარჯავდა ათასობით ლარს?!
მიმდინარე აქციაზე კომენტარს არ აკეთებს განათლების სამინისტროს რესურსცენტრის დირექტორი აზა ჯოჯუა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სკოლების დახურვა პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინათ სოფელ ოდიშისა და ხეცერას საბაზო სკოლებიც დაიხურა. სკოლების დახურვას აზა ჯოჯუა მაშინ მოსწავლეების მცირე კონტინგენტით ხსნიდა. თუმცა საინტერესოა სოფელ ოქტომბრის შემთხვევა, როცა 150-მოსწავლიან სკოლას 30-მოსწავლიან საბაზო სკოლას უერთებენ, თანაც, მაშინ, როცა თარგამულის სკოლა ოქტომბრის სკოლაზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია და მისი რემონტი განათლების სამინისტროს საკმაო თანხა დაუჯდება.
საქინფორმი