საზოგადოება
აქცია „მეც დევნილი ვარ“ ხვალ გაეროს ოფისთან გაიმართება

akcia_gaerostan„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლების განმრატებით, დევნილთა სოლიდარობის აქციას მათთან ერთად დევნილთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები, დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და პოლიტიკოსები გამართავენ.

მათივე თქმით, ისინი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ჩააყენებენ საქმის კურსში იმის შესახებ, თუ როგორ ექცევა დევნილებს სააკაშვილის ხელისუფლება და როგორ ხდება მათი გამოსახლება ქუჩაში დროებითი კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან.

ამასთან, აქციის მონაწილეები გაეროს წარმომადგენლებს შესაბამის წერილობით პრეტენზიებსა და მოთხოვნებსაც გადასცემენ.

 

საქინფორმი