პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: გლობალური ომის პარტია ესვრის მხოლოდ რუსეთთან ომის მოწინააღმდეგე ლიდერებს

   ვნების შაბათს, 2024 წლის 4 მაისს, პუბლიკაციაში „თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ“, საქართველოს მაგალითით დაწვრილებით განვმარტავ, თუ რატომ ხდებიან „გლობალური ომის პარტიის“ ტერაქტების სამიზნეძლიერამა ქვეყნისანი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს რუსეთის ფედერაციასთან.

   „გლობალური ომის პარტია“ - ბიძინა ივანიშვილის ტერმინი, მავეს ნიშნავდა ტერმინი „ქორები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ში პოლიტიკოსების, პოლიტილოგებისა და ჟურნალისტების ლექსიკაში. ეს ნიშნავს სამხედრო ესკალაციის, სამხედრო რიტორიკს, ომებს, როგორც აგრესიული პოლიტიკის გატარებისა და პრობლემების გადაჭრის მეთოდ მომხრეებს ერთპოლარულ სამყაროში. "ქორების" საპირისპიროა "მტრედები" - მშვიდობის სიმბოლო. ტერმინი "ქორები", ისევე როგორც "გლობალური ომის პარტია", ტრადიციულად გამოიყენება დასავლეთის, ძირითადად ანგლო-საქსური ქვეყნების, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მისამართით, რომლებიც მუდმივად აწარმოებდნენ კოლონიალურ ომებს მთელს მსოფლიოში. დღეს ამერიკის, ნატოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, ამ უკანასკნელის - პლაცდარმად, ხოლო მისი მოსახლეობის "საზარბაზნე ხორცად" გამოყენებით, ამიტომ თანამედროვე ტერმინი "გლობალური ომის პარტიაზედმიწევნით შეესაბამება მიმდინარე მომენტს.

   "გლობალური ომის პარტიის" ნსტრუმენტარიები მწირია, ესაა 1 - "ფერადი რევოლუციები", რომლის მიზანიცაანტირუსული მარიონეტული რეჟიმების დანერგვა; 2 – ტერორისტული აქტები გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების სალიკვიდაციოდ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამხედრო მოქმედებებსდა კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან; 3 – ომი რუსეთთან, ან სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნებისთვის.

   საქართველო "ფერადი რევოლუციის" ობიექტი 2003 წელს გახდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად მარიონეტი სააკაშვილი დასვეს. 2005 და 2008 წლებში, ტერაქტის შედეგად, თბილისსა და ლეერჰედში (დიდი ბრიტანეთი) ლიკვიდირებული იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და პოლიტიკური ამბიციების მქონე მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან ომს და ემხრობოდნენ მასთან პარტნიორობას, ანუ „ვარდების რევოლუციის“ „მიღწევების“ რევიზია ჰქონდათ ჩაფიქრებული. დღეს საფრთხე ემუქრება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის და მის მიერ დამფუძნებული მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე 12 წელია კატეგორიულად წინააღმდეგებიან რუსეთთან ომს და ემხრობიან საქართველოს ტერიტორიული პრობლემების უალტერნატივო მშვიდობიან გადაწყვეტ.

   4 მაისის ზემოაღნიშნული პუბლიკაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ განხორციელდა ტერაქტები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიოს (15 მაისი, სასწაულებრივად გადარჩა) და ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის (19 მაისი, დაიღუპა) წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ (ფიცო დღემდე უჭერს) რუსეთის ფედერაციას, მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ომს უკრაინაში. შაბათს კი, 13 ივლისს, ტერაქტი განხორციელდა აშშ-ის ექს-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ტრამპი, მისი პრეზიდენტობის შემდგომ ოთხი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან, გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა კრემლთან, პუტინთან ფარული თანამშრომლობის ცრუ ბრალდებით, რომელიც თითქოს დაეხმარა მას შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გამხდარიყო. ასევე კარგად ცნობილია ტრამპის დაპირება, რომ დაასრულებს ომს უკრაინაში მის ინაუგურაციამდე, თუ პრეზიდენტად აირჩევა, აიძულებს ზელენსკის დაუზავდეს რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მუქარით.

არნო ხიდირბეგიშვილი
საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 14 ივლისი
საქართველო, თბილისი