საზოგადოება
მეეზოვეთა პროფესიული დღესასწაული

meezove7მეეზოვეთა პროფესიული დღესასწაული „მეეზოვის დღე“ თბილისში უკვე მეხუთე წელია, ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება.

პროფესიული დღესასწაული მეეზოვეებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად მიულოცა, გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის დასუფთავების სფეროს თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნულ სფეროში თბილისის მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 300 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ქალაქში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ბოლო წლებში დაილუქა კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, რაც ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და დაიდგა 17 000 სხვადასხვა ზომის კონტეინერი.

თბილისის მერია ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

 

საქინფორმი