პოლიტიკა
„ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებენ

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელს განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს კანონი და წამოიწყოს დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან, ეს, პრაქტიკულად, იქნება დადასტურება, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს და ლეგიტიმურად თვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია“.

ვფიქრობთ, დღესაც არ არის გვიანი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან, თუ ის არ არის ვალდებულებით დატვირთული გარე ძალების მხრიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ სავსებით სამართლიანად უწოდა „გლობალური ომის პარტია“. მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და იმართება იმ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებული, ტერორიზმის გზას, საუკუნეებია, ადგას და დღესაც აგრძელებს ასეთ ქმედებებს. ამის ნათელი მაგალითებია: იუგოსლავიის დაბომბვა ყოველგვარი შეთანხმებების, გაფრთხილებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებების გარეშე; ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში განხორციელებული საომარი მოქმედებები და ქვეყნების განადგურება; მკვლელობები და მკვლელობების მცდელობები როგორც ამერიკაში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების პირველი პირების მიმართ და რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს, ეს ყოველივე ხდება იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც თავს თვლის დემოკრატიის ფუძემდებლად მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ პროცესებზე. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი და ხელისუფლებაში მოკალათებული ფსევდოლიბერალები, როგორც ბევრ ქვეყანაში, უკრაინაში ეს ომი საერთოდ არ იქნებოდა თანამედროვე ეპოქაში. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი და ხელისუფლებაში მოკალათებული ფსევდოლიბერალები, 2008 წელს საქართველო ტერიტორიის 20% -არ დაკარგავდა, რაც, გვაქვს იმედი, რომ დროებითი მოვლენაა. ორი დღის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა შემზარავი და ყოვლად ამაზრზენი ფაქტი ამერიკის ექსპრეზიდენტზე და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე ორგანიზებული ტერორისტული აქტის სახით.

ასევე, ყოვლად გაუგებარია ამერიკის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურის საეჭვო ქმედებები ტერორისტულ აქტთან მიმართებაში, რაც გამოიხატა უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უგულვებელყოფასა და გულგრილობაში, რაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამუშავებული სცენარია და ასეთი სცენარით ჩვენ ბევრი ფაქტი ვიხილეთ. ამ განცხადებასთან ერთად მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გააათმაგონ ყურადღება უსაფრთხოების ზომების მისაღებად ქვეყანაში. ამ მხრივ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს საგანგებო ზომების გატარებაც“, – ნათქვამია განცხადებაში.