საზოგადოება
აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა „სალამნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ახალ სახელმწიფო პროგრამას ამზადებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოღვაწე მუსლიმანური რელიგიური ლიდერები ყოველთვიურ ხელფასს მიიღებენ. ინტერნეტგამოცემას ამის შესახებ თბილისის ჯუმა მეჩეთის გამგეობის წევრი, ახუნდი ადილ ნაბიევი ესაუბრება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დაარეგისტრირა ქვეყანაში არსებული ყველა მოქმედი მეჩეთი და რელიგიური მოძღვარი. ნაბიევი საუბრობს ახლად შექმნილ ორგანიზაცია „საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოზეც“, რომელიც ივნისში დაფუძნდა და რომელიც საქართველოში მცხოვრები მუსლიმანების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
საქინფორმი