საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც კონგრესმენმა განაცხადა, ქართველი ხალხი, თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფებას მხარს უჭერს.
„მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო „მეგობარ აქტს“, რომელიც ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რომლის თანაავტორიც ვარ მე, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად, ქართველი ხალხი, თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ მისწრაფებას და ვაფასებ, რომ კონგრესის საგარეო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს“, – განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა.