სამართალი
მამუკა მდინარაძე: „ფრანკლინის კლუბი“ გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან, ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის. ეს საბოლოოდ დადასტურდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც იმავეზე მმართველი პარტია საუბრობდა, ამას აგრესიული რეაქცია ახლდა ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ „ფრანკლინის კლუბი“, სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებები, დატრენინგებული ადამიანები, პირდაპირ ოპოზიციის და ამავდროულად, გარე დავალებებით მოქმედებენ, ამას ძალიან ცუდი და აგრესიული რეაქციით ხვდებიან ხოლმე ჩვენი ოპონენტები, NGO სექტორის რიგი წარმომადგენლები, განსაკუთრებით, მიმდინარე NGO-ების წარმომადგენლები. მაგრამ ყველა ჯერზე ეს დასტურდება არა მხოლოდ ფაქტებით, რომელიც ჩვენს მხარეს არის ყოველთვის, რატომღაც, არამედ თავიანთი წამოცდენებით და აღიარებით. როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან, ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის. ეს საბოლოოდ დადასტურდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.