აქტუალური
2024 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 2.2% იყო

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 2.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (11%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7.5%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (3.4%-იანი ზრდა); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.9%-იანი ზრდა).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0.9%-იანი ზრდა); რესტორნები და სასტუმროები (1.3%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1%); ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%); ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3.0%), თევზეული (-1.9%).