პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არ ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკა ჩიხში შევიდა.
ამის მაგალითად ჯონ ბასმა მოიყვანა ვაშინგტონის ურთიერთობა საქართველოსთან, რომლის გამოც აშშ-სა და რუსეთს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ელჩმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უფლებას – თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.
გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა თბილისში აშშ-ის საელჩოსთან 2010 წლის 22 სექტემბერს მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან კავშირი დაადასტურა. შესაბამისი ინფორმაცია გამოცემას აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გააცნეს. მათი მოსაზრებით, ამ ფაქტმა შესაძლოა, აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკა შეაჩეროს.
საქინფორმი